Monday, 28 November 2022

ჩემს შესახებ

                                                          ავტობიოგრაფია

      მე მაია ნოდარის ასული დანელია დავიბადე  1963 წლის 24-აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოში.

      1970 წლის 1-სექტემბერს შემიყვანეს ამავე სოფლის საშუალო სკოლაში , რომელიც დავამთავრე 1980 წელს.

1982  წელს ჩავირიცხე ბათუმის შ-რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო  ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე თბილისის , იმდროინდელი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის იმავე ფაკულტეტის გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით-1987 წ.

    იმავე წელს მუშაობა დავიწყე ბანძის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, 1992-1993 წ.წ. დავინიშნე ამავე სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად სადაც ვმუშაობ დღემდე.

    2018 წ. ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდა და მომენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება ბიოლოგიაში.

    2020წ. მივიღე სერთიფიკატი ,,საბუნებისმეტყველო'' საგანში - IV-VIკლსში.

No comments:

Post a Comment